თავში

ყაზბეგში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების პასუხი ცნობილია

ყაზბეგში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების პასუხი ცნობილია
ყაზბეგში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების პასუხი ცნობილია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში გამოკვლეული 110 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა. 

ეპიდემიოლოგიური კვლევა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ამ სოფელში ვირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ჯერჯერობით, აქ ეპიდკვლევის გაგრძელების საფუძველი აღარ არსებობს.

ყველაზე დიდი მოლოდინი სწორედ ამ კვლევას უკავშირდებოდა, რადგან, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ყველაზე მეტი ბიოლოგიური ნიმუში ეპიდემიოლოგებმა სოფელ არშადან აიღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system