თავში

"ყოველი მერვე შემთხვევა მთავრდება პაციენტის გარდაცვალებით" - ცერცვაძე პოსტკოვიდის შესახებ

"ყოველი მერვე შემთხვევა მთავრდება პაციენტის გარდაცვალებით" - ცერცვაძე პოსტკოვიდის შესახებ
ყოველი მერვე შემთხვევა მთავრდება პაციენტის გარდაცვალებით - ცერცვაძე პოსტკოვიდის შესახებ

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში პოსტკოვიდური სინდრომი ბევრ პაციენტს დაუფიქსირდა, მაგრამ აღნიშნულ გართულებას ლეტალური შედეგი არცერთი პაციენტის შემთხვევაში არ მოჰყოლია. სხვა ქვეყნებში კი, ადგილი აქვს გარდაცვალები ფაქტებსაც. ამის მაგალითად თენგიზ ცერცვაძეს ინგლისში ჩატარებული კვლევები მოჰყავს:

„პოსტკოვიდური სინდრომი შეგვიძლია გავყოთ ორ ჯგუფად. ერთი არის ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდი, როდესაც პაციენტი მორჩება, ტესტი არის უარყოფითი, მაგრამ მას არ აქვს ნათელი პერიოდი და უგრძელდება რაღაც სიმპტომები. ყველაზე ხშირად ეს სიმპტომებია კუნთების ტკივილი, სისუსტე, სუფებრილური ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ცენტრალური ნერვული სისტემების შფოთი, უძილობა, თავის ტკივილი, დეპრესია და სხვა. 

განსხვავებით გახანგრძლივებული კოვიდისა, მეორე ჯგუფი არის მაშინ, როცა კოვიდიდან განკურნების შემდეგ იყო ნათელი პერიოდი, ერთი თვე პაციენტს არაფერი აწუხებდა და ერთი ან ორი თვის შემდეგ დაეწყო იგივე სიმპტომები. ასეთი პაციენტი ჩვენთან ძალიან ბევრია. დაგეგმილი კვლევა გვიჩვენებს, თუ რამდენი პროცენტია ასეთი. მაგალითად, ინგლისელებმა რეტროსპექტული კვლევით დაადგინეს, რომ ეს იყო 29,3%. ჩვენთან შეიძლება იყოს მეტი, შეიძლება იყოს ნაკლები, ამას კვლევა დაადგენს, მაგრამ ჩემი ემპირიული დაკვირვებით, ჩვენთანაც დაახლოებით ამდენივეა.

ჯერ მსოფლიოში არ იციან, რამდენად საშიშია. აქამდე ეგონათ, რომ საშიში არ იყო, მაგრამ ინგლისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის თურმე საშიშია. დაახლოებით ყოველი მესამე ბრუნდება ჰოსპიტალში და ყოველი მერვე თუ მეცხრე შემთხვევა მთავრდება პაციენტის გარდაცვალებით. ჩემთვის ეს შედეგები მოულოდნელი იყო, რამეთუ საქართველოში მე ჯერ არ მინახავს არც ერთი შემთხვევა, რომ ვინმე პოსტკოვიდური სინდრომით გარდაცვლილიყო“, - განაცხადა ცერცვაძემ. 

ცნობისთვის, საქართველოში პოსტკოვიდური სინდრომის კვლევა იწყება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system