თავში

ყოველი წუთი, საათი, დღე საბედისწეროა - ირინა სარიშვილი

​ყოველი წუთი, საათი, დღე საბედისწეროა - ირინა სარიშვილი
ყოველი წუთი, საათი, დღე საბედისწეროა - ირინა სარიშვილი

ყოველი წუთი, საათი, დღე საბედისწეროა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის პატარა მიუსაფარი ბინადრებისათვის! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირინა სარიშვილი წერს. 

ის საზოგადოებას ნინოწმინდაში ჩასვლისკენ მოუწოდებს. 

"რას ველოდებით?! რა პარლამენტში შესვლა–არშესვლა, რა ჰესი, რა ეკოლოგია?! საერთოდ რამე რად გვინდა ან ვინ ვართ ჩვენ როცა ჩვენს თვალწინ, ყველამ რომ ყველაფერი იცის ისე, ყველასგან მიტოვებულ პატარებზე ძალადობენ, ამდენი სასამართლო პროცესია ჩატარებული, ამდენი ძიება მიდის და იქ, ამ ღვთისგან მიტოვებულ ბავშვთა სახლში კარებს არ აღებენ წვეროსანი ბანდიტები, ამას ბედავენ და ამას ვითმენთ!

შევიკრიბოთ ყველა ერთად, ჩავიდეთ და აბა ვინ დაგვიდგება წინ და ვინ გაბედავს კარის ჩარაზვას!

დავთქვათ დღე, საათი, შეკრების ადგილი და წავიდეთ, ვუშველოთ პატარებს!

ღამე როგორ გვძინავს?! როგორ?!" - წერს სარიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system