თავში

"ყოველთვის ვერიდებოდი საჯაროდ გამოტანას" - რას წერს მაია ბუწაშვილი - VIDEO

"ყოველთვის ვერიდებოდი საჯაროდ გამოტანას" - რას წერს მაია ბუწაშვილი - VIDEO
ყოველთვის ვერიდებოდი საჯაროდ გამოტანას - რას წერს მაია ბუწაშვილი - VIDEO

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. 

ექიმი მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

როგორც პოსტიდან ირკვევა, მაია ბუწაშვილი რამდენიმე მუსიკის ავტორი და შემსრულებელია.

"ჩემო მეგობრებო,

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და უსაზღვროდ თბილი შეფასებებისთვის ჩემს მუსიკასთან დაკავშირებით. ძალიან მიხარია, რომ სამივე კომპოზიციამ, რომელიც თიკომ დადო და მეც გავაზიარე, თქვენი ასეთი გამოხმაურება გამოიწვია. ეს ნაწარმოებები წლებია მხოლოდ ჩემს უახლოეს ადამიანებს ქონდათ მოსმენილი და ყოველთვის ვერიდებოდი საჯაროდ გამოტანას, რადგან მოყვარულის დონეზეა შექმნილი და ასეთი შეფასებების იმედი არ მქონდა, მითუმეტეს, რომ შესრულების ტექნიკა ბევრ ხარვეზს შეიცავს.

ალბათ ბევრი იფიქრებს, ამ გაგანია პანდემიისას რა დროს მუსიკააო, მაგრამ ზოგჯერ ალბათ ღირს თემის შეცვლაც. ჯერ-ჯერობით ისევ ადრე შექმნილ მუსიკას გავაზიარებ, თუმცა,

იმედია, მალე ეს საშინელება, რასაც კოვიდი ქვია, თავს დაგვანებებს და მეც მეტად მოვიცლი ახალი ნაწარმოებებისთვის, რის სტიმულსაც სწორედ თქვენი ასეთი სითბო და სიყვარული მაძლევს. მადლობა კიდევ ერთხელ. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system