თავში

"ყველას, ვისაც გქონიათ კითხვები COVID-19-ის სახლში მართვასთან დაკავშირებით" - ნანა გეგეჭკორი

"ყველას, ვისაც გქონიათ კითხვები COVID-19-ის სახლში მართვასთან დაკავშირებით" - ნანა გეგეჭკორი
ყველას, ვისაც გქონიათ კითხვები COVID-19-ის სახლში მართვასთან დაკავშირებით - ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

ექიმი კორონავირუსის სახლში მართვასთან დაკავშირებით, კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომელსაც ფეისბუქის გვერდზე აზიარებს.

"ყველას, ვისაც ჩემთან გქონიათ კითხვები COVID-19-ის სახლის პირობებში მართვასთან დაკავშირებით, გაგახსენდებათ ალბათ ჩემი რეკომენდაციების პირველი პუნქტი, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ მზეზე.

ლოგიკური ჩანს ამ კვლევის შედეგი, რომელიც ამბობს, რომ მეტი მზის სხივი ნაკლებ კოვიდით სიკვდილობასთან ასოცირდება. 

P.S. დიდი უცნაური ვინმეა ეს კოვიდი, შეგიძლიათ დაამარცხოთ;

სინათლით - კვლევა ამბობს მეტი მზის სხივი -> ნაკლები სიკვდილიო;

სისუფთავით - ადექვატური ჰიგიენა კოვიდის გავრცელებას უშლის ხელს;

მოძრაობით - მეტი მოძრაობა -> ნაკლები თრომბოზული გართულებები;

ცხოვრების ჯანსაღი წესით - სიმსუქნე, დიაბეტი და გულსისხლძარღვთა დაავადებები კოვიდით სიკვდილობის რისკის ცნობილი ფაქტორებია. სწორად ცხოვრება ამ რისკ ფაქტორებისგან განთავისუფლებთ", - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system