თავში

ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია, მეოთხე ტალღის დასაწყისი გვაქვს - გამყრელიძე

ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია, მეოთხე ტალღის დასაწყისი გვაქვს - გამყრელიძე
ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია, მეოთხე ტალღის დასაწყისი გვაქვს - გამყრელიძე

„ჩვენთან ეპიდსიტუაცია კვლავ დაძაბულია. ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს - ახალ შემთხვევათა რაოდენობა, 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობა, ბოლო 7 დღის, ბოლო 2 კვირის დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი, ივნისთან შედარებით, ყველა ეს მაჩვენებელი გაუარესებულია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ფაზაში შედის, თუმცა ვირუსის გავრცელების ტემპი გარკვეულწილად შენელდა. 

„მესამე ტალღა, გარკვეულწილად, გადავიარეთ მაისის შუა რიცხვებში. შემთხვევათა დღევანდელი რიცხვი, რომელიც 2 700-ის ფარგლებშია ბოლო დღეების განმავლობაში, უკვე სჭარბობს მესამე ტალღის, 17 მაისის მონაცემს. 17 მაისიდან შემცირების ტენდენცია იყო და ის საკმაოდ კარგად გაგრძელდა, მაგრამ ის არ ჩამოსულა დამაკმაყოფილებელ დონეზე. 25-26 ივნისიდან ისევ ზრდა დაიწყო. დღეს ისევ ზესვლა, მეოთხე ტალღის დასაწყისი გვაქვს. ფაქტია, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა აბსოლუტურ რიცხვში იზრდება, ზრდის ტემპი, გარკვეულწილად, შემცირებულია. ეს გვაძლევს იმედს, რომ მომდევნო 10 დღის, ორი კვირის შემდეგ, ნელი ტემპით, ქვესვლა იქნება. ახლა ჩვენ შემდგომ პიკს გავდივართ“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system