თავში

ყველა მასწავლებელი, ლექტორი და სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი - გამყრელიძე

ყველა მასწავლებელი, ლექტორი და სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი - გამყრელიძე
ყველა მასწავლებელი, ლექტორი და სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ზაფხულში, ვაქცინაციის ტემპის მეტად გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლის უსაფრთხო გარემოში დასაწყებად, ვაქცინაცია აუცილებელია.

მისი თქმით, ივლისსა და აგვისტოში საქართველოში საკმარისი რაოდენობის ვაქცინები იქნება, და შესაძლოა მოსახლეობას არჩევანის საშუალებაც კი ჰქონდეს. 

„ზაფხულში, აცრების მაქსიმალური რაოდენობა უნდა ჩავატაროთ, რათა უსაფრთხოდ შევხვდეთ სწავლის დაწყებას. ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში მივა, ორჯერადად უნდა იყოს აცრილი. ასევე, სკოლის ყველა მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რათა სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის. ამასთან, საჯარო დაწესებულებები, ტელევიზიები - შვებულების შემდეგ. გიდასტურებთ, რომ ივლისსა და აგვისტოში გვექნება ვაქცინების საკმარისი რაოდენობა, ასარჩევადაც კი შეიძლება გვქონდეს საქმე. ასე რომ, აიცერით ყველა“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system