თავში

ყველა მასწავლებელი უნდა იყოს ვაქცინირებული - ამირან გამყრელიძე

ყველა მასწავლებელი უნდა იყოს ვაქცინირებული - ამირან გამყრელიძე
ყველა მასწავლებელი უნდა იყოს ვაქცინირებული - ამირან გამყრელიძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამირენ გამყრელიძე აცხადებს, რომ ყველა მასწავლებელი უნდა იყოს ვაქცინირებული, ის ვაქცინაციას მშობლებაც სთხოვს, რათა სწავლის პროცესის გადატანა დისტანციურ რეჟიმში არ გახდეს აუცილებელი. 

"ვაქცინირებული უნდა იყოს ყველა მასწავლებელი და სკოლაში მომუშავე ყველა ადამიანი. ვაქცინაცია ჩატარებული უნდა ჰქონდეს ყველა მშობელს, მაშინ არ დაგვჭირდება სკოლების გადაყვანა დისტანციურ რეჟიმზე. ყველამ კარგად ვიცით, სწავლის საკლასო ფორმას ბავშვის განათლებასა და განვითარებისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით დაბალ კლასებში, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ავიცრათ. კიდევ ერთხელ მივმართავ პედაგოგებს, ავიცრათ, თუ გვინდა, რომ სწავლა იყოს უსაფრთხო და ბავშვებმა ისწავლონ სკოლაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system