თავში

ყველა მრუდი მოდის ქვემოთ - გამყრელიძე

ყველა მრუდი მოდის ქვემოთ - გამყრელიძე
ყველა მრუდი მოდის ქვემოთ - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტბილურდა და დადებითობის მაჩვენებლის კლების ტენდენცია გრძელდება. 

გამყრელიძის თქმით, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75-დან 95 პროცენტამდე გაიზრდება, მაისისთვის სიკვდილიანობა ერთეულ შემთხვევებამდე შემცირდება, ხოლო კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 10-დან 77-ის ფარგლებში იმერყევებს.

„დადებითობის მაჩვენებლის ტენდენცია მოდის ქვემოთ, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია ქვეყანაში ინფექციის ცირკულაციის აქტიურობის. დღევანდელი არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 2.2 პროცენტია დადებითობის მაჩვენებელი, საშუალოდ ბოლო 30 დღე გვაქვს 11.9, ბოლო ერთ კვირაში – 8.3 და ბოლო ორ კვირაში – 9.8.

ამავე დროს, მოგეხსენებათ, თუ ჩვენ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის პირველ კვირაში 100 000 მოსახლეზე გადათვლით ინციდენტობის მაჩვენებელი გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, დღეს უკვე ევროპის სადღაც შუაგულში ვართ და როგორც ზოგადი ინციდენტობა, ისე 14 დღის საშუალო ინციდენტობაც მცირდება, ყველა მრუდი მოდის ქვემოთ. ანუ, ქვეყანაში ვითარება სტაბილურია, მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. 

ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი რეგულარულად აახლებს ევროპის და საქართველოს მონაცემებს. ბოლო განახლება იყო 15 იანვარს, სადაც მათ აღნიშნეს დადებითი ტენდენციები, სასიამოვნოა, რომ ჩვენთან 75 პროცენტზეა ასული ნიღბის ტარების მაჩვენებელი, თუ ჩვენ 95 პროცენტზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის თქვენ მხოლოდ ერთეული გექნებათ სიკვდილიანობა და ჩამოხვალთ ყოველდღიურ შემთხვევებზე სადღაც 10-დან 77-ის ფარგლებში. ანუ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგულაციების დაცვას, განსაკუთრებით ნიღბის ტარების მაჩვენებლს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system