თავში

ყველა პირობა გაქვთ შექმნილი წონაში დასაკლებად - კულუმბეგოვი

ყველა პირობა გაქვთ შექმნილი წონაში დასაკლებად - კულუმბეგოვი

ალერგოლიგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გამოცემა "გარდიანის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

იტალიელ მკვლევარებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში "ფაიზერის" ვაქცინა ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდა, რადგან ასეთი კატეგორიის ადამიანებს იმის ნახევარი ანტისხეულები გამოუმუშავდათ, ვიდრე, ჯანმრთელ ადამიანებს. 

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, რამდენად საკმარისია ამ რაოდენობის ანტისხეულები, კორონავირუსის პრევენციისთვის და ხომ არ იქნება საჭირო სიმსუქნის მქონე პაციენტებისთვის ვაქცინის დამატებითი დოზების შეთავაზება.

 "ფაიზერის ვაქცინა შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს ჭარბი წონის პირებში! 

პ.ს. ყველა პირობა გაქვთ შექმნილი ვაქცინის მოსვლამდე წონაში დაიკლოთ" - წერს ბიძინა კულუმბეგოვი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system