თავში

"ყველა შემდგომი სიკვდილი ჩემი და შენი ბრალიცაა" - ქართველი პოეტის მიმართვა

"ყველა შემდგომი სიკვდილი ჩემი და შენი ბრალიცაა" - ქართველი პოეტის მიმა
ყველა შემდგომი სიკვდილი ჩემი და შენი ბრალიცაა - ქართველი პოეტის მიმართვა

"ყველა შემდგომი სიკვდილი ჩემი და შენი ბრალიცაა," - ქართველი პოეტი კატო ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს.

მისი თქმით, კორონავირუსი იმაზე მეტად დამაზიანებელი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ფიქრობდა. 

"ჩემი მეგობარი ექიმია. კოვიდიანებთან. მორიგეობიდან - მორიგეობამდე საკუთარ ცხოვრებას ერთ ცალ “გამარჯობას” თუ წაგლეჯს თავისი ადამიანებისთვის, ერთ თავზე ხელის გადასმას - შვილისთვის, და მეოთხედ ძილს კვირაში ერთხელ - საკუთარი თავისთვის. კორონა რომ დაიწყო, ცოტა არ იყოს არასერიოზულად ვუყურებდი, ვფიქრობდი, ჩემ შორიახლოს არავის აქვს, არც იმათ შორიახლოს, რაღაც ზღაპრულ ფრინველს ჰგავდა, არსაიდან მოფრენილს - სალაყბოდ, მსოფლიოს გადასალაგებლად მოფრენილს. მსოფლიოს გადალაგებას კი ვერ ავუქცევთ გვერდს, მაგრამ ამ მითიურმა ფრინველმა ბოლო დროს ჩემს ნაცნობ-მეგობრებსაც გაჰკრა ფრთა და მივხვდი, არაა სახუმარო ამბავი, ბევრად ახლოსაა, ვიდრე გვგონია, ბევრად დამაზიანებელი, ვიდრე წარმოგვიდგენია. 

ჩემი მეგობარი ამბობს, რომ ბევრი ავადმყოფი ბევრ სიკვდილს ნიშნავს, ბევრი სიკვდილი კი სტატისტიკა არაა, ბევრ ისტორიაა, ამბავია, ცხოვრებაა. ადამიანები მხოლოდ არჩევნებში, მიტინგებსა და ომში არ არიან საჭირო. პირადობის მოწმობები არ არიან. ადამიანებისთვის უნდა იქმნებოდეს გარემოც და სახელმწიფოც. ჩემი მეგობარი ამბობს, რომ თუ წესებს არ დავიცავით, ჩემსა და “სხვას” შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება და ის აუცილებლად “მე” ამირჩევს. ასეთია ადამიანური ლოგიკა. ეს მე არ უნდა დავაყენო ამ არჩევანის წინაშე, რადგან ყველა შემდგომი სიკვდილი ჩემი და შენი ბრალიცაა. ჰოდა, ვზივარ და იმაზე ვფიქრობ, როგორ დავიცვა ჩემი მეგობარი საკუთარი თავისგან, ხვალ რომ მისი გადასარჩენი არ გავხდე. ყოველ დღე - ათეულობით ადამიანით ნაკლებია ეს ქვეყანა, ჩვენ რომ გადასარჩენად ვეჯაჯგურებით", - წერს სოციალურ ქსელში კატო ჯავახიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system