თავში

,,ყველამ ყველაფერი იმ ღამესვე იცოდით, იცოდით და სდუმდით"

,,ყველამ ყველაფერი იმ ღამესვე იცოდით, იცოდით და სდუმდით"
,,ყველამ ყველაფერი იმ ღამესვე იცოდით, იცოდით და სდუმდით

ჟურნალისტი ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

,,დაკრძალეს დაბადების დღეზე წასული 19 წლის ბიჭი.

მოკლეს, მოაკვლევინეს, აიძულეს, მომკვდარიყო - მხოლოდ იურიდიულად აქვს ამ დეფინიციებს მნიშვნელობა.
მშობლისთვის ალბათ ახლა მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა, ისეთი ვერსია გამოიკვეთოს, რომლითაც დადასტურდება, რომ ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი და მის შვილს სიკვდილის წინ ძალიან არ ტკენია, არ გამწარებულა...

სამი ბიჭი მყავს, სხვადასხვა ასაკის. დადიან და წავლენ დაბადების დღეებზე, მათ შორის ნაქირავებ სახლებშიც; ჩემი სახლიც რამდენჯერ დამითმია უფროსი ბიჭისთვის და მისი მეგობრებისთვის, მამამისი კი ეზოში, მანქანაში მჯდარა დილამდე, ისე, რომ მათ არც გაუგიათ.

მაგრამ ძალიან ნათელია, რომ რაღაც ასაკის მერე მამა და დედა ვერ გაყვებიან შვილებს დაბადების დღეებზე და ამაზე არაა პოსტი. პოსტი იმაზეა, შვილი რომ დაბრუნდება წვეულებიდან, სადაც წუხელ დიდი ჩხუბი მოხდა და თვითონ თუ არ გეტყვის, შენით რომ ვერაფერს შეატყობ სახეზე, ქცევაზე, ხასიათზე..

დაბადების დღეზე მყოფი გოგოების და ბიჭების, მათ შორის იუბილარის ქალბატონო დედებო, დიდი ალბათობით, ამ ასაკის ახალგაზრდები ჩვენთან ცალკე არ ცხოვრობენ და სახლში რომ მოგივიდათ ნაჩხუბარი და დასტრესილი შვილები, დავიჯერო, ვერაფერი შეატყვეთ? ჩემი შვილი ახლა შორსაა, მესინჯერით ვკონტაქტობთ და ხო- ს რომ.მომწერს, უკვე ვხვდები, როგორ ხასიათზეა და თქვენ? დავიჯერო, ასე გაქვთ დაკარგული ემოციური კავშირი შვილებთან??

თუ ასეა, მაშინ თქვენც გისამძიმრებთ იმ ანგელოზივით ბიჭის მშობლებთან ერთად _ თქვენ უფრო ადრე დაგიკარგავთ შვილები და ვერ მიმხვდარხართ.
მაგრამ, სამწუხაროდ, უფრო ის მგონია, რომ ყველამ ყველაფერი იმ ღამესვე იცოდით, იცით და დუმხართ.
ამასაც გისამძიმრებთ!",
- წერს აკობიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system