თავში

ყველაფერი ერთიანად უნდა შეფასდეს - ომბუდსმენმა სააკაშვილი მოინახულა

ყველაფერი ერთიანად უნდა შეფასდეს - ომბუდსმენმა სააკაშვილი მოინახულა
ყველაფერი ერთიანად უნდა შეფასდეს - ომბუდსმენმა სააკაშვილი მოინახულა

სახალხო დამცველმა და ექიმთა კონსილიუმმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვეს, მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს.

ლომჯარიას თქმით, მიღებული ინფორმაციის შეჯერების შემდეგ კი დასკვნას დადებენ.

"ყველა სპეციალისტმა თავისი მიმართულებით შეისწავლა პაციენტის საქმე ძალიან დეტალურად, ასევე, ჩატარდა მისი უშუალო გასინჯვა შესაბამისი სპეციალისტების მიერ. პარალელურად მიმდინაროებდა მის მკურნალ ექიმთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება, მივიღეთ ინფორმაციები, ყველას აქვს თავისი მიმართულებით ინფორმაცია, რომელსაც სჭირდება შეჯერება, იმიტომ, რომ ეს არ არის პაციენტი, რომელსაც ერთი კონკრეტული პრობლემა აქვს, არის მრავალხმრივი ეს გართულებები. ახლა ექიმებს სჭირდებათ, რომ ეს ინფორმაცია შეაჯერონ და ამის შემდგომ საჯაროდ გავრცელდება დასკვნა თავისი რეკომენდაციებით და შეფასებებით", - თქვა ლომჯარიამ.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ექიმების რეკომენდაციების განხორციელებას მხარს დაუჭერს. 

რაც შეეხება სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობას, ლომჯარია ამბობს, რომ მას არ აქვს ღია სივრცე, სადაც სეირნობას შეძლებს, ასევე, მას, როგორც პაციენტს, მეტი ფიზიკური დატვირთვა სჭირდება, ამიტომ, ლომჯარიას თქმით, ამ საკითხს დააყენებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system