თავში

ყველაფერი კოვიდსტატისტიკაზე - ახალი პორტალი შეიქმნა

ყველაფერი კოვიდსტატისტიკაზე - ახალი პორტალი შეიქმნა
ყველაფერი კოვიდსტატისტიკაზე - ახალი პორტალი შეიქმნა

მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი datacov.moh.gov.ge შეიქმნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პორტალის საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ინფიცირებულთა რაოდენობის, თავისუფალი საწოლების, დადებითობის მაჩვენებლის, კლინიკური სასტუმროების, აქტიური შემთხვევების, ქვეყანაში ჩატარებული ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობის შესახებ.

პორტალზე ასევე შესაძლებელია ნახოთ პაციენტების სტატუსი და შემთხვევები მკურნალობის ფორმის მიხედვით. 

ასევე, რამდენი ადამიანი გადის მკურნალობას ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებაში და ოჯახის ექიმთან.პორტალზე განთავსებულ COVID-19-ის რუკაზე ასახულია რეგიონებში გავრცელების მაჩვენებელიც.

ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი პორტალი ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას მოიცავს.სტატისტიკური მონაცემები ყოველ 24 საათში განახლდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system