თავში

ყველაფერი რომ მოვყვე, თმები ყალყზე დაგიდგებათ - ელისო კილაძე

ყველაფერი რომ მოვყვე, თმები ყალყზე დაგიდგებათ - ელისო კილაძე
ყველაფერი რომ მოვყვე, თმები ყალყზე დაგიდგებათ - ელისო კილაძე

"ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

"არც არავის ვამადლი-ეს ჩემი ბრძოლა და ჩემი პრინციპი იყო. ერთ ადამიანს რაც შეეძლო ყველაფერი დავდე ქოცების წინააღმდეგ ბრძოლაში (შვილის თავისუფლების ჩათვლით), მჯეროდა რომ სიმართლე გაიმარჯვებდა!

უამრავი გარიგება, ღალატი, ვაჭრობა და გადაგდება ვნახე (ყველაფერი რომ მოვყვე, თმები ყალყზე დაგიდგებათ) სულს ვუბერავდი ოპოზიციის ერთობას, გამარჯვება ისე ახლოს იყო და ცდუნებას ვერ გაუძლეს. არ შეუძლია ამ ოპოსპექტრს არც თავგანწირვა, არც პირად კეთილდღეობაზე უარის თქმა! ჩამოვა მიშა-შეცვლის სიტუაციას! არ ჩამოვა? - დაასრულებს პოლიტიკას აქ! მესიებს აღარ ველოდები - შემოდგომამდე მოლოდინის რეჟიმით დავაკვირდები ქართულ პოლიტიკას. მერე კი ვისაც ბრძოლა და სამშობლოსთვის თავგანწირვა შეუძლია, დავუძახოთ ერთმანეთს და შევიკრიბოთ საქართველოსთვის", - წერს ელისო კილაძე Facebook-ზე.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გუშინ, 28 ივლისს ბრიფინგი ჩაატარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system