თავში

,,ყველანაირ ძალადობას ვემიჯნები, აღელვების ნიადაგზე ვთქვი" - ასლან ვაშაყმაძე მორიგ ვიდეოს ავრცელებს

,,ყველანაირ ძალადობას ვემიჯნები, აღელვების ნიადაგზე ვთქვი" - ასლან ვაშაყმაძე მორიგ ვიდეოს ავრცელებს
,,ყველანაირ ძალადობას ვემიჯნები, აღელვების ნიადაგზე ვთქვი - ასლან ვაშაყმაძე მორიგ ვიდეოს ავრცელებს

ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომელმაც დღეს სოციალურ ქსელში პოლიციის მისამართით მუქარის შემცველი ვიდეო გამოაქვეყნა, მორიგ ვიდეოს ავრცელებს. 

როგორც ასლან ვაშაყმაძე აღნიშნავს, მუქარის შემცველი განცხადებები აღელვების ნიადაგზე გააკეთა და ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება. 

რა თქმა უნდა, ეს ყველა სიტყვა იყო აღელვების ნიადაგზე წარმოთქმული. ავღელდი. ამაღელვა იმან, რომ დღეს საქართველოს პოლიცია ხალხს აღარ ემსახურება, პოლიცია ემსახურება ბიძინა ივანიშვილს, რუს ოლიგარქს. მე ყველანაირ ძალადობას ვემიჯნები და ყველანაირ ძალადობას ემიჯნება საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტია. 

მინდა, სააგენტოებს ვუთხრა – ის ვიდეო რომ აიტაცეთ და აფრიალეთ, დღეს მთელი საღამოა, ესეც აიტაცეთ და ესეც გააშუქეთ, რასაც ახლა ვამბობ. ვთქვი, აღელვების ნიადაგზე. მოდით აქციაზე, თქვენ დადექით ღამე ამ სიცივეში, ამ ყინვაში და მერე მოვიდეს პოლიცია, გირტყათ და მერე როგორ აზრზე იქნებით და რას იტყვით, ძალიან მაინტერესებს“, - განაცხადა ასლან ვაშაყმაძემ.

შეგახსენებთ, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ის სამართალდამცველებს ემუქრებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system