თავში

ყველანაირი ძალადობა მიუღებელია - გომელაური

ყველანაირი ძალადობა მიუღებელია - გომელაური
ყველანაირი ძალადობა მიუღებელია - გომელაური

"ყველანაირი ძალადობა მიუღებელია" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დავით-გარეჯში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. 

„დავით-გარეჯში მომხდარ გუშინდელ ფაქტზე გამოძიების გადაკვალიფიცირების შესახებ, მე დაწვრილებით ვერ მოგახსენებთ, იქედან გამომდინარე, რომ პროკურატურამ უნდა იმსჯელოს კვალიფიკაციის შეცვლაზე. 

გუშინ რაც მოხდა, გამოძიება დავიწყეთ, იცით. მე ერთი შემიძლია, ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, მნიშვნელობა არა აქვს ვის მიმართ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჟურნალისტებზე, მით უმეტეს, მოქალაქეებზე.

გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, დაისჯებიან კანონის შესაბამისად," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

გომელაურმა არ გამორიცხა, რომ გამოძიებას სხვა მუხლებიც დაემატოს. 

"მე არ ვარ გამომძიებელი, მე ვარ შს მინისტრი, მომახსენეს, რომ დაიწყეს გამოძიება, ფაქტიდან გამომდინარე, ნახავენ კადრებს, დააკვირდებიან, აქედან გამომდინარე, შეიძლება 5 მუხლი დაემატოს, შეიძლება არაფერი არ დაემატოს", - განაცხადა გომელაურმა რესპუბლიკურ საავადმყოფოსი, სადაც ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. 

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system