თავში

ყველას გვინდა, ვიცოცხლოთ და იყოს დაბალი სიკვდილობა - ცერცვაძე

ყველას გვინდა, ვიცოცხლოთ და იყოს დაბალი სიკვდილობა - ცერცვაძე
ყველას გვინდა, ვიცოცხლოთ და იყოს დაბალი სიკვდილობა - ცერცვაძე

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების ზრდის ძირითადი მიზეზი არის თავად COVID-19-ის ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობა, ვაქცინაციის დაბალი ტემპი და კლინიკაში დაგვიანებული მიმართვიანობა, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულებს ოჯახის ექიმი ეუბნება, რომ შენ დამძიმების რისკი გაქვს და უნდა მიმართო კლინიკას, მაგრამ ისინი არ მომართავენ კლინიკას.

"ვაქცინაცია ათჯერ ამცირებს გარდაცვლილთა რაოდენობას და თუ დღეს ჩვენ გვყავს 70 გარდაცვლილი დღეში, ჩვენ რომ ვიყოთ ვაქცინირებული ქვეყანა, გვეყოლება სულ ექვსი-შვიდი გარდაცვლილი, მაგრამ ეს ცოტა გრძელვადიანი პროცესია ვაქცინაციის მიღწევა. დღეისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გარდაცვალების მაღალი რიცხვის არის დაგვიანებული მომართვა, როდესაც ავადმყოფებს აქვთ სიმპტომები და არ იკეთებენ ტესტს, ან იკეთებენ გვიან და გვიან იგებენ, რომ კოვიდი აქვთ. მანამდე იმედი აქვთ, რომ კოვიდი არ არის და გაციებაა, ან კიდევ უარესი, მათ იციან, რომ კოვიდი აქვთ, ოჯახის ექიმი ეუბნება, რომ შენ დამძიმების რისკი გაქვს და უნდა მიმართო კლინიკას, მაგრამ ისინი არ მომართავენ კლინიკას. როგორც ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის ხელმძღვანელი და მკურნალი ექიმი გეუბნებით, რომ ჩვენთან ავადმყოფების უდიდესი უმრავლესობა შემოდის დაავადების დაწყებიდან ათი დღის შემდეგ, როცა უკვე დამძიმებულია მდგომარეობა და ბევრი პირდაპირ რეანიმაციაში ხვდება, პირდაპირ ინტუბაცია უწევს და ამიტომაა სიკვდილიანობა მაღალი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system