თავში

,,ყველას თუ დაგვსვამენ სახლში, ვირუსი აღარ იარსებებს, მაგრამ ჩვენც აღარ ვიარსებებთ" - ხოშტარია

,,ყველას თუ დაგვსვამენ სახლში, ვირუსი აღარ იარსებებს, მაგრამ ჩვენც აღარ ვიარსებებთ" - ხოშტარია
,,ყველას თუ დაგვსვამენ სახლში, ვირუსი აღარ იარსებებს, მაგრამ ჩვენც აღარ ვიარსებებთ - ხოშტარია

,,ვირუსებს დავამარცხებთ, მაგრამ ჩვენც აღარ ვიარსებებთ",  - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ,,ევროპული საქართველოს" ყოფილმა წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ხელისუფლება ჩაკეტვით ხალხს მარტივად მართავს.

,,ყველაზე მარტივი მართვა არის სტალინისეული მიდგომით – არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. ის კიდევ უფრო სასტიკი იყო, მაგრამ თუ ჩვენ ყველას დაგვსვავენ სახლში, არც ერთი ვირუსი აღარ იარსებებს. ვირუსებს დავამარცხებთ, მაგრამ ჩვენც აღარ ვიარსებებთ. ეს არის ერთი მიდგომა, რაც მეტყველებს მათ უუნარობასა და უპასუხისმგებლობაზე. 

დღეს გვითხრეს, რომ ისწავლეთ უტრანსპორტოდ სიარულიო. საინტერესოა რას გულისხმობენ – ბორბლები გამოვიბათ თუ ფრთები? შეიძლება მათ თბილისი ვაკე და ვერა ჰგონიათ მხოლოდ. ძალიან მაინტერესებს ავჭალიდან, წყნეთიდან, გლდანიდან, წყნეთიდან, ვარკეთილიდან, აფრიკიდან თუ ლილოდან, რანაირად უნდა გადაადგილდეს ადამიანი ტრანსპორტის გარეშე?!", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ TV პირველის ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system