თავში

"ყველას მადლობა, ვისაც ჩემი შვილის გათავისუფლებაში წვლილი მიუძღვის" - ზაზა გახელაძის დედა

"ყველას მადლობა, ვისაც ჩემი შვილის გათავისუფლებაში წვლილი მიუძღვის" - ზაზა გახელაძის დედა
ყველას მადლობა, ვისაც ჩემი შვილის გათავისუფლებაში წვლილი მიუძღვის - ზაზა გახელაძის დედა

"ყველას დიდი მადლობა, ვისაც ჩემი შვილის გათავისუფლებაში წვლილი მიუძღვის, ჩვენს პატრიარქს, რუსეთის პატრიარქს, პრემიერს, პრეზიდენტს, ვისაც კი ერთი სიტყვა დაუხარჯავს ჩემი შვილის გათავისუფლების საქმეში, ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო", - ამის შესახებ ზაზა გახელაძის დედამ, ნანა ბუნტურმა განაცხადა. 

"ნამდვილად არ ველოდებოდით, თვითონ ირაკლი ანთაძეც იყო დღეს მოსული. შეიძლება, იცოდა კიდეც, არც დღე და არც რიცხვი, არაფერი უთქვამს. სიმართლე გითხრათ, გაღიმებული და გახარებული კი იყო, მაგრამ გვითხრა, რომ გვეტყვიან, რა დროს გახდება ცნობილი გათავისუფლების რიცხვი, პირველ რიგში გამოვიქცევი და გაგაგებინებთო", – განაცხადა ზაზა გახელაძის დედამ.

ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე დღეს გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოკუპანტებმა დაკავებამდე ზაზა გახელაძე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system