თავში

"ყველაზე აქტუალური შეკითხვაა - როდის დავლევ?" - ამირან გამყრელიძე

"ყველაზე აქტუალური შეკითხვაა - როდის დავლევ?" - ამირან გამყრელიძე
ყველაზე აქტუალური შეკითხვაა - როდის დავლევ? - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გაყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის შემდეგ ყველაზე აქტუალური კითხვაა, თუ როდის შეიძლება ალკოჰოლის მიღება. 

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ვაქცინაციის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალკოჰოლის მიღება მიზანშეწონილი არ არის.

"ეს არის საქართველოში ყველაზე აქტუალური შეკითხვა - როდის დავლევ? ამაზე პირდაპირ გიპასუხებთ: ის, რაც ქართველებს გვიყვარს, დიდი დალევა ვაქცინაციის შემდეგ მიზანშეწონილი არ არის, საკმაოდ დიდი პერიოდი. მეც ექიმი ვარ და ვინც მეკითხება, ვეუბნები, ძალიან გთხოვთ, ჩვენ რომ გვიყვარს ერთი და ორი ბოთლის დალევა, ნუ დალევთ, მაგრამ ერთი ჭიქა შეიძლება, როცა გნებავთ, ზომიერების ფარგლებში ალკოჰოლი ხშირად წამალია, თუ მას დიდი რაოდენობით მივიღებთ, მოგეხსენებათ, პრობლემები შეიძლება გაჩნდეს", -განაცხადა ამირან გამყრელიძემ ვებინარისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system