თავში

ყველაზე მეტი ინფიცირებული ისევ თბილისშია - განაწილება რეგიონების მიხედვით

ყველაზე მეტი ინფიცირებული ისევ თბილისშია - განაწილება რეგიონების მიხედვით
ყველაზე მეტი ინფიცირებული ისევ თბილისშია - განაწილება რეგიონების მიხედვით

ბოლო 24 საათში, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 2911 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1056 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს გამოვლენილი 2 911 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 056 შემთხვევა, აჭარაში - 476, იმერეთში - 469, ქვემო ქართლში - 201, შიდა ქართლში - 134, გურიაში - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 294, კახეთში - 69, მცხეთა-მთიანეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 25" - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა. 

ცნობისთვის, გასულ დღე-ღამეში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2,911 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა რაოდენობა 63 650-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 2,421 პაციენტი და საერთო რაოდენობა 49 811-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 45 პაციენტი. სულ კორონავირუსის შედეგად საქართველოში გარდაცვლილია 566 ადამიანი. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system