თავში

ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ თბილისში ფიქსირდება

ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ თბილისში ფიქსირდება
ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ თბილისში ფიქსირდება

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან უმეტესობა თბილისში დაფიქსირდა, -  ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. 

კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია:

"დღეს გამოვლენილი 1 696 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 683 შემთხვევა, აჭარაში - 381, იმერეთში - 313, ქვემო ქართლში - 117, შიდა ქართლში - 59, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 60, კახეთში - 19, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევებიდან 4200 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში ყველაზე მეტი პაციენტია მოთავსებული. 

"ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 142. 4 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 092, აჭარაში - 711. მძიმე პაციენტი გვყავს 490, მათ შორის, თბილისში - 228, აჭარაში - 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 121 პირი - მათ შორის, თბილისში - 52, აჭარაში - 39. 2 324 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 806 - აჭარაში, ხოლო 1 212 - თბილისში. 10 618 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 070 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 593, აჭარაში-1 435.

სულ 6-29 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 026 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 387 პირი, საიდანაც თბილისში - 3 643 პირი, აჭარაში - 11 740, იმერეთში - 3 972.

ამ ეტაპისთვის არსებული სტატიკური მონაცემების შესახებ მოგეწოდათ დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 37 263-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად, ბოლო 24 საათში, კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 285-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system