თავში

ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ თბილისში გამოვლინდა

ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ თბილისში გამოვლინდა
ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ თბილისში გამოვლინდა

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი მაჩვენებელი კვლავ თბილისში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა, აჭარა - 475, იმერეთი - 793, ქვემო ქართლი - 270, შიდა ქართლი - 232, გურია - 80, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 371, კახეთი - 129, მცხეთა-მთიანეთი - 70, სამცხე-ჯავახეთი - 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 801 შემთხვევა გამოვლინდა. 

გამოჯანმრთელდა 3 200 პაციენტი და საერთო რაოდენობა 98 781-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 39 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1124 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system