თავში

ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ თბილისში გამოვლინდა

ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ თბილისში გამოვლინდა
ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ თბილისში გამოვლინდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის 1595 შემთხვევიდან, ყველაზე მეტი, 563 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.

ცნობისთვის, განაწილება რეგიონების მიხედვით კი ასეთია: აჭარაში – 389, იმერეთში – 335, ქვემო ქართლში – 77, შიდა ქართლში – 69, გურიაში – 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 42, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 26, სამცხე-ჯავახეთში – 24.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 398 პაციენტი და საერთო რაოდენობა 9 401-ს შეადგენს.

გარდაცვლილია 178 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system