თავში

ყველაზე რთული პერიოდი მაქვს ცხოვრებაში - ირინა სარიშვილი

ყველაზე რთული პერიოდი მაქვს ცხოვრებაში - ირინა სარიშვილი
ყველაზე რთული პერიოდი მაქვს ცხოვრებაში - ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც სარიშვილი წერს, მთელი სიცხადით მიხვდა, რას განიცდიან დაუნის სინდრომიანი ბავშვების მშობლები.

"ყველაზე რთული პერიოდი მაქვს ჩემ ცხოვრებაში.

მხოლოდ ეხლა მივხვდი მთელი სიცხადით, რას განიცდიან დაუნის სინდრომიანი ბავშვების მშობლები, როცა ბავშვი 4 წლის ასაკს მიაღწევს, გადაცდება და მას თავის თანატოლებთან 2 ან 3, შესაძლებელია მეტისაც, წლიანი ე.წ. ჩამორჩენა აქვს განვითარებაში. 3 წლამდე ასაკში ეს არ ჩანს, ან ნაკლებად ჩანს, რადგან ამ დროს ყველა ბავშვი თითქოს ერთ დონეზეა და ერთნაირი სისწრაფით ვითარდება. აი მერე, როცა ვხედავთ განსხვავებას ჩვენს შვილებსა და მის თანატოლებს შორის, გვჭირდება უზარმაზარი ძალა, რწმენა რომ ეს მხოლოდ დროებითი ჩამორჩენაა, რომ გული არ დაგვწყდეს რომ მათი თანატოლები რამდენიმე ხნით წინ არიან, არც საზოგადეობის ნაწილის დამოკიდებულებას მივაქციოთ ყურადღება და არ დავმალოთ ჩვენი მზეები მათი დაცვის მიზნით ჩვეულებრივი სამყაროსგან – მათ ყველაზე მეტად სილაღე და თავისუფლება სჭირდებათ და სულ რომ გულები დაგვისკდეს, ჩვენ მათ ეს უნდა მივცეთ. ჩვენი მათდამი სიყვარული ხომ ბევრად მეტია ვიდრე ის დროებითი განსხვავებები, რომელიც ბავშვობის დამთავრებასთან ერთად გაივლის. ჩვენი მზეების უპირატესობა კი ისაა რომ მათ უხანგრძლივდებათ ბავშვობა, ის ბავშვობა, რომელიც ყველაზე მცირე ნაწილია ჩვენი ცხოვრების და რომელიც ასე გვენატრება ყველას.

დაუნის სინდრომიანი ბავშვების ბავშვობა ჩვეულებრივზე მეტ ხანს გრძელდება და ეს ნაკლი კი არა, ბედნიერებაა, ისევე როგორც ბედნიერებაა ჩვენგან განსხვავებით ბოროტი გენის არარსებობა მათში მთელი ცხოვრების მანძილზე, ჩვენ ჩვეულებრივები მიამიტობას რომ ვუწოდებთ და სინამდვილეში კი უპირობო სიკეთეა.

ამ ძალას ჩვენ სიყვარული მოგვცემს, სხვა ვერაფერი და ეს ძალა არა მხოლოდ მოერევა სტიგმებით სავსე საზოგადოებას, სადაც ვერ იტანენ განსხვავებულებს, არამედ უკეთესს გახდის მათ. მთავარი სიყვარულია," - წერს ირინა სარიშვილი Facebook-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system