თავში

ყველა შეზღუდვა აუცილებელია ვირუსის შეკავებისთვის - ცქიტიშვილი

ყველა შეზღუდვა აუცილებელია ვირუსის შეკავებისთვის - ცქიტიშვილი
ყველა შეზღუდვა აუცილებელია ვირუსის შეკავებისთვის - ცქიტიშვილი

უნდა გვესმოდეს, რომ ყველა დაწესებული შეზღუდვა აუცილებელია ვირუსის მართვისა და მისი გავრცელების შეკავებისთვის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცადა.

მისი თქმით, შეზღუდვების დაწესება არაპოპულარული ნაბიჯია, თუმცა მათი შემსუბუქება და ეკონომიკის ფუნქციონირება ვერ მოხდება მოქალაქეების ჯანმრთელობისა და მით უმეტეს სიცოცხლის ხარჯზე.

„მაშინაც კი როდესაც ამ შეზღუდვების შემოღებაზე ვმსჯელობდით, ვამბობდით, რომ შემსუბუქება დაიწყება ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიხედვით. დღეს როდესაც უკვე 2 თვე გავიდა შეზღუდვების დაწესების დღიდან, ჩვენ გვაქვს დღეში უკვე 10 -ჯერ უფრო ნაკლები შემთხვევა და დადებითობის მაჩვენებელი 7 დღის განმავლობაში უკვე 4%-ზე ნაკლებია. ეს არის ძალიან კარგი შედეგი თუმცა არ ნიშნავს ეპიდემიის დასრულებას და რა თქმა უნდა, ყველა შეზღუდვის შემსუბუქებას თავისთავად ახლავს ეპიდემიის გავრცელების რისკიც“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა შეზღუდვების ნაწილს დაგეგმილზე ადრე აუქმებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system