თავში

,,ყველაფერი შეცვალა თავისი წასვლით" - ინგა გრიგოლიას ემოციური პოსტი

,,ყველაფერი შეცვალა თავისი წასვლით" - ინგა გრიგოლიას ემოციური პოსტი
,,ყველაფერი შეცვალა თავისი წასვლით - ინგა გრიგოლიას ემოციური პოსტი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში, ლევან ჩხაიძის (ჯაკოს) შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

,,ხვალ ჩვენი ბიჭის გარდაცვალების დღეა.

ისე მძულს 21 იანვარი. წარმოუდგენლად. ეს კოლაჟი ჩემმა ტელეფონმა თავისით გააკეთა. მგონია, მთელი ცხოვრება გავიდა მისი წასვლიდან და მაინც მგონია, რომ ისევ უნდა გაიღოს კარი და შემივიდეს. ყველაფერი შეცვალა თავისი წასვლით", - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

ტელეწამყვანი, ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტი, ლევან ჩხაიძე 2019 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა. ის 33 წლის იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system