თავში

რა შეზღუდვები მოიხსნება 16 იანვრიდან

რა შეზღუდვები მოიხსნება 16 იანვრიდან
რა შეზღუდვები მოიხსნება 16 იანვრიდან

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოში 16 იანვრიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება.

16 იანვარი - 31 იანვარი

ქვეყნის მასშტაბით:

აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:

1.სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

2.საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

3.სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

4.დელივერსა და გატანის სერვისებს;

5.სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;

6.ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

7.საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

8.აგრარული ბაზრობის მუშაობას

9.და სხვ.

არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები 2020 წლის 28 ნოემბრიდან გამკაცრდა.

ცნობისთვის, 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system