თავში

რა აჩვენა "ომიკრონის" შემთხვევების კვლევამ საქართველოში

რა აჩვენა "ომიკრონის" შემთხვევების კვლევამ საქართველოში
რა აჩვენა ომიკრონის შემთხვევების კვლევამ საქართველოში

ამ ეტაპზე საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 951 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისივე განმარტებით, სპეციალისტებმა მათგან 621 ადამიანის შემთხვევა დეტალურად შეისწავლეს.

„მათი საშუალო ასაკი 32,9 წელია. ანუ, ძირითადად ახალგაზრდები არიან. აქედან 71 გახლდათ 18 წელზე ნაკლები. 5 წლამდე ასაკის გახლდათ 13, მათ შორის 6 თვემდე 3 ბავშვი. შემთხვევათა 83% საქართველოს მოქალაქეებში დაფიქსირდა. 

ამ 621 შემთხვევიდან 11 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. 7 მათგანი უკვე გაწერილია, 4 კი კლინიკებში რჩება. არცერთ მათგანს ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია არ დასჭირდა" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system