თავში

რა აინტერესებთ ტელემაყურებლებს - PHOTO

რა აინტერესებთ ტელემაყურებლებს
რა აინტერესებთ ტელემაყურებლებს - PHOTO

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2019 წლის IV კვარტალში მაყურებლის მიერ პირდაპირი ეთერისთვის დათმობილი დრო გადაცემათა კატეგორიების მიხედვით ასე გამოიყურება:

სერიალი - 49 წუთი დღეში
საინფორმაციო - 35 წუთი დღეში
თოქ შოუ - 26 წუთი დღეში

ტელეგადაცემებში რეკლამის განთავსების ტარიფი, როგორც წესი, მის რეიტინგზეა დამოკიდებული. ამ ლოგიკით, ყველაზე ძვირი სატელევიზიო რეკლამა, სერიალებში სარეკლამო ჭრისას განთავსებული რეკლამა უნდა იყოს.


შეგახსენებთ, 2019 წლის მეოთხე კვარტალში ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა სულ 22,492,308 ლარი შეადგინა.

2019 წლის მეოთხე კვარტალში მნიშვნელოვანი კლება, მხოლოდ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ჰქონდა. კერძოდ „რუსთავი 2“-მა 2019 წლის მეოთხე კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7,336,934. 00 ლარით ნაკლები სარეკლამო შემოსავალი მიიღო.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.

2019 წლის მეოთხე კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა:

ტელეიმედი - 9,891,702.51 ლარი

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 – 5,009,224.00 ლარი

საზოგადოებრივი მაუწყებელი - 656,171.18 ლარი

ტელეკომპანია პირველი - 1,423,321.00 ლარი

მთავარი არხი - 2,426,619.30 ლარი

ცნობისთვის, სამ ტელევიზიას წლების განმავლობაში დაგროვილ საბიუჯეტო დავალიანება მართებს: "რუსთავი 2" - 28 მლნ ლარი, "იმედი"-19 მლნ ლარი და "მაესტრო"- 8 მლნ ლარი.

ფინანსთა მინისტრმა გუშინ დეპუტატებს უთხრა, რომ ტელევიზიები დაგროვილ დავალიანებებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში გადაიხდიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system