თავში

რა ახალი ვალდებულება ეკისრებათ კლინიკებს - გამყრელიძის განცხადება

რა ახალი ვალდებულება ეკისრებათ კლინიკებს - გამყრელიძის განცხადება
რა ახალი ვალდებულება ეკისრებათ კლინიკებს - გამყრელიძის განცხადება

მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ ხვალიდან ალბათ რამდენიმე კლინიკას, თბილისში, სადაც ყველაზე მეტია მოთხოვნა, დაემატება ამცრელი კაბინეტები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის 322-ე დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომელიც ყველა კლინიკას ავალდებულებს, იმუნიზაციის სერვისი შექმნას.

"მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ ხვალიდან ალბათ რამდენიმე კლინიკას, თბილისში, სადაც ყველაზე მეტია მოთხოვნა, დაემატება ამცრელი კაბინეტები. ასევე, თანდათან ფართოვდება კლინიკების ჩამონათვალი, სადაც აცრები იქნება ხელმისაწვდომი. ორი დღის წინ, მთავრობის 322-ე დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომ პანდემიის პერიოდში ყველა კლინიკა ვალდებულია, შექმნას იმუნიზაციის სერვისი. კლინიკებისთვის იმუნიზაციის სერვისები არ იყო რუტინული, ანუ ისინი არ აწარმოებდნენ, ბავშვთა იმუნიზაცია ძირითადად მიმდინარეობდა პოლიკლინიკურ დაწესებულებებში, ასეთი დაახლოებით 200-ია, პლუს სოფლის ექიმები. ახლა, რადგან კოვიდის ვაქცინებზე შედარებით მეტია გვერდითი მოვლენები, ვიდრე ვთქვათ ჩვეულებრივ რუტინულ ვაქცინებზე, განსაკუთრებით ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, იმუნიზაცია გადავიდა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში. აქედან გამომდინარე, სულ უფრო და უფრო მეტი ჰოსპიტალი ერთვება იმუნიზაციის სერვისში, ეს დადგენილება ყველა ჰოსპიტალს უკვე ავალდებულებს, შექმნას იმუნიზაციის სერვისი, თანდათან ფართოვდება იმუნიზაციის სერვისები", - აღნიშნა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system