თავში

რა არის პოსტკოვიდი და რა სიმპტომებით ვლინდება - დავით გადელიას განმარტება

რა არის პოსტკოვიდი და რა სიმპტომებით ვლინდება - დავით გადელიას განმარტება
რა არის პოსტკოვიდი და რა სიმპტომებით ვლინდება - დავით გადელიას განმარტება

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია აცხადებს რომ კოვიდგადატანილი პაციენტების 20 %-ს პოსტკოვიდური სინდრომი აღენიშნება. 

ექიმის განმარტებით, დაავადება, სახელწოდებით პოსტკოვიდ-19 უკვე შეტანილია დაავადებათა საერთაშორისო რეესტრის მეათე გადასინჯვაში. 

ექიმი განმარტავს, თუ რა სიმპტომებით ვლიდება პაციენტებში პოსკოვიდი:

"პირველ რიგში ვლინდება სასუნთქი გზების მხრივ, ანუ ეს სიმპტომები იმაში გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი ადვილად იღლება, ხშირად აქვს ქოშინი, ეს არის პირველი რიგის სიმპტომები, რადგან აზიანებს ფილტვის ქსოვილს.

შემდეგ არის ნერვული სისტემის აშლილობა, თავის ტკივილი, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, რაც გამოიხატება გულის არეში ტკივილით, წნევის ცვალებადობით, წნევის უეცარი ავარდნით, სისტემატურად.

მგრძნობელობით სისტემასაც აზიანებს, ძალიან ხშირად, ადამიანს ყნოსვა გაუქრება ან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ აღუდგება. ეს სიმპტომები 20 პროცენტში სამი თვე გრძელდება და უფრო ნაკლებ პროცენტში - მეტ ხანსაც, რაც საჭიროებს მკურნალობას," - აღნიშნავს ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი.

დავით გადელია ამბობს, რომ პოსტკოვიდური სინდრომის მკურნალობას მოსახლეობა დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება და პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერა აუცილებელია.

"პრემიერთანაც ვთქვით, რომ აუცილებელი გახდება რეაბილიტაცია, მკურნალობის შემუშავება პოსტკოვიდური სინდრომის. პროგრამულად თუ არ იქნება, ცხადია, ყველას არ მიუწვდება ხელი თავისი ხარჯებით და ამავე დროს, ძალიან სერიოზული დაავადებაა. კაცობრიობა ჯერ არ ფიქრობს, როგორც მსოფლიოშია, ისეა ჩვენთან და ჯერჯერობით, არ არის, სპეციფიკურად პოსტკოვიდური მკურნალობა. პოსტკოვიდის მიმართულების შემუშავება აუცილებელია,"- აცხადებს გადელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system