თავში

რა არის საჭირო პაციენტებისთვის თურქეთში შესასვლელად - საელჩოს განცხადება

რა არის საჭირო პაციენტებისთვის თურქეთში შესასვლელად - საელჩოს განცხადება
რა არის საჭირო პაციენტებისთვის თურქეთში შესასვლელად - საელჩოს განცხადება

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ანკარაში საქართველოს საელჩოს არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია უცხოელი პაციენტების თურქეთის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და პირობების თაობაზე.

„იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია თურქული მედიასაშუალებების მიერ, თურქეთის ჯანმრთელობის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე გავრეცელებულმა ინფორმაციამ, მიმდინარე წლის 20 მაისიდან, 31 ქვეყნის პაციენტებისთვის, მათ შორის, ქართველი პაციენტებისთვის თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების მოხსნის თაობაზე, გვსურს, გავაკეთოთ შემდეგი სახის განმარტება:

ამ ეტაპზე, ანკარაში საქართველოს საელჩოს არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია უცხოელი პაციენტების თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და პირობების თაობაზე. შესაბამისად, ქართველი პაციენტების თურქეთში შემოსვლისთვის საჭირო ნებართვის მოპოვების საკითხი რეგულირდება უკვე არსებული პრაქტიკით - ანკარაში საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით თურქეთის შესაბამის უწყებებთან.

აღნიშნულისთვის კი, საჭიროა: თურქეთის შესაბამისი კლინიკის მოწვევის წერილი, სადაც მითითებული იქნება პაციენტისა და თანმხლები პირის პირადი ინფორმაცია;

კლინიკის მიერ რეანომობილის გამოყოფა, პაციენტისა და თანმხლები პირის სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან კლინიკამდე ტრასპორტირების მიზნით.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელ ხაზზე: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80“, - ნათქვამია თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღიედან, 20 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში სამკურნალოდ წასვლის უფლება აქვთ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system