თავში

რა ჩანს ვიდეოჩანაწერში, რომელიც ბასილაშვილის საქმეში დევს

რა ჩანს ვიდეოჩანაწერში, რომელიც ბასილაშვილის საქმეში დევს
რა ჩანს ვიდეოჩანაწერში, რომელიც ბასილაშვილის საქმეში დევს

შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები სადაც ჩანს, რომ ქალზე არავინ ძალადობს,- ამის შესახებ განცხადება ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა გააკეთა. ირმა ჭკადუას თქმით საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის დაკავების საფუძველი იქნებოდა.

„ტენდენცია ამ ქვეყანაში გახლავთ შემდეგი, რომ ქალზე განხორციელებულ ძალადობაზე საკმარისია მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონის განცხადება და ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, ბუნებრივია. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალადობის მსხვერპლმა ქალბატონებმა აუცილებლად უნდა განაცხადონ და უნდა დაიცვან თავი მოძალადე მეუღლეებისგან. თუმცა მასალები, რომლებიც ჩვენ გადმოგვეცა და მასალებით, რომლებიც სასამართლოში პროკურატურამ წარმოადგინა არ დასტურდება და არ მტკიცდება რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მის მეუღლეზე იძალადა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ქალბატონზე არავინ არ ძალადობს. რასაკვირველია, ვეთანხმები და ვგმობ ქალთა მიმართ ძალადობას და ასევე გმობს ბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ნიკოლოზ ბასილაშვილი არ გახლავთ მოძალადე ადამიანი, არ გახლავთ აგრესიული. ის არათუ საკუთარი ყოფილი მეუღლის და მისი შვილის დედის მიმართ, ზოგადად ყველა ქალბატონის მიმართ უდიდესი მოწიწებით და პატივისცემით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე მისთვის იმდენად შეურაცხმყოფელია და იმდენად ტრაგიკულია ეს მოცემულობა, რა მოცემულობაშიც ის არის, რომ ის იძულებული გახდა ყველა დონეზე, როგორც შიდა ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო დონეზე დაიცვას საკუთარი ინტერესები და დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე“,- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა და ის, ამ ეტაპზე, თავისუფალია.

თავად ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუშინ საზოგადოებას მიმართა და ბოდიში მოუხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system