თავში

რა ფორმით განახლდება სასწავლო წელი - განათლების სამინისტროს განცხადება

რა ფორმით განახლდება სასწავლო წელი - განათლების სამინისტროს განცხადება
რა ფორმით განახლდება სასწავლო წელი - განათლების სამინისტროს განცხადება

მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც ექნებათ შესაძლებლობა გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც სამინისტრო მიუთითებს, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია მითითებულ ვებ მისამართზე უნდა გაიარონ: https://online.emis.ge

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც აძლევს შესაძლებლობას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - https://online.emis.ge

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

სარეგისტრაციო ველი 13 იანვარს 00:00 საათზე გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ ვინც შემოდგომის სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის.

ვრცლად იხილეთ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system