თავში

რა გახდა 24 წლის ორსულის გარდაცვალების მიზეზი - კლინიკის განმარტება

რა გახდა 24 წლის ორსულის გარდაცვალების მიზეზი - კლინიკის განმარტება
რა გახდა 24 წლის ორსულის გარდაცვალების მიზეზი - კლინიკის განმარტება

ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" საკეისრო კვეთის შემდეგ 24 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალების შესახებ განმარტებები გაკეთდა.

კლინიკის კოვიდგანყოფილების მენეჯერის, მამია ყიფიანის განცხადებით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში 20 აგვისტოს ბათუმიდან შეიყვანეს.

გადაუდებელი მდგომარეობის გამო, 36 კვირის ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციაში მოათავსეს. პაციენტი ოთხ დღეში გარდაიცვალა.

პაციენტს კლინიკაში შეყვანისას ფილტვების 70% ჰქონდა დაზიანებული. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდა გაკეთებული.

რაც შეეხება ახალშობილს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ინფიცირებული არ არის. 

"კატასტროფის ბრიგადის მიერ ბათუმის სამშობიარო სახლიდან იქნა გადმოყვანილი 24 წლის გოგონა, 36 კვირის ორსულობის ვადაზე, ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით. კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად, ფილტვის დაზიანების ინდექსი იყო 17 ქულა. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა საკეისრო კვეთა. დაიბადა მდედრობითი სქესის ახალშობილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საკეისრო კვეთის ჩატარების შემდეგ მელოგინე გადაყვანილ იქნა რეანიმაცია-ინტერნსიურ თერაპიის განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე გუშინ ეს გოგონა გარდაიცვალა. ის აცრილი არ იყო",- ამბობს მამია ყიფიანი კლინიკა "ბომონდის" კლინიკური მენეჯერი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system