თავში

რა გეგმები ჰქონდა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე - რას ამბობს ბერუაშვილის მეგობარი

რა გეგმები ჰქონდა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე - რას ამბობს ბერუაშვილის მეგობარი
რა გეგმები ჰქონდა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე - რას ამბობს ბერუაშვილის მეგობარი

"ბაია ძალიან მოწესრიგებული გოგო იყო, თბილი, უკარგესი ადამიანი. უნივერსიტეტში ფსიქოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, ერთი პერიოდი "ბორმენტალში" მუშაობდა ფსიქოლოგად. მერე იყო ამ ბარის თანამშრომელი, მაგრამ როგორც შევიტყვე, ბოლო დროს კომპანია "ბილაინში" მუშაობდა,"- ამის შესახებ ბაია ბერუაშვილის მეგობარი აცხადებს.

"იქიდან წამოსვლას აპირებდა, განცხადებაც ჰქონდა დაწერილი, რატომ მოდიოდა არ ვიცი, მაგრამ როგორც მითხრეს, სექტემბერში უკვე ტოვებდა სამსახურს. ამ ბარში ახლა მუშაობდა თუ არა, არ ვიცი. სულ ვეხუმრებოდი, მაინცდამაინც ჯავახიშვილი უნდა დაგემთავრებინა ბარში რომ გემუშავა-მეთქი. სურდა თანხა მოეგროვებინა და თავისი ბარი ჰქონოდა. როგორც ამბობენ, იქ მეგობრის დაბადების დღეზე იყო მისული, შეიძლება ბარის ყოფილ თანამშრომელს ჰქონდა დაბადების დღე და იქ მივიდა. ერთი ის ვიცი, რომ ნარკოტიკს არასდროს გაეკარებოდა, ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო, კარგი ოჯახის შვილი. განადგურებულები ვართ ამ ამბით. წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რომ ბაია აღარ გვყავს. გარდაცვლილ ბიჭს არ ვიცნობდი, მაგრამ მასაც ყველა დადებითად ახასიათებს. რა მოხდა, არ ვიცით. როგორც ოჯახის წევრები ვარაუდობენ, სავარაუდოდ გადავარდა იქიდან, ან მიეყუდა რაღაცას და გადავარდა, შემდეგ ეტყობა ბიჭმაც დახმარება სცადა. სხვა ვერსია არ გვაქვს. ის რომ ნასვამები იყვნენ, ცნობილია, ამიტომ უფრო მეტად განიხილება უბედური შემთხვევა", - ამბობს მეგობარი ჩვენთან საუბარში,"- აცხადებს ბერუაშვილის მეგობარი "კვირის პალიტრასთან".

ცნობისთვის, ბარ "ბაუჰაუსიდან" გაუჩინარებული ბაია ბერუაშვილის და გიორგი შალამბერიძის ცხედრები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა, მტკვარში იპოვეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system