თავში

რა გვერდები დაბლოკა Facebook-მა - IRI-ის ანგარიში

რა გვერდები დაბლოკა Facebook-მა - IRI-ის ანგარიში
რა გვერდები დაბლოკა Facebook-მა - IRI-ის ანგარიში

ISFED-ის მედია მონიტორებმა, 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, გააანალიზეს 700 Facebook გვერდი, ხოლო პირველი სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით - 900. ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა 69 გვერდი, რომელიც ავრცელებდა ევროკავშირის საწინააღმდეგო, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ რიტორიკას და ამავდროულად, პრო-რუსულ კანდიდატებს უჭერდა მხარს, - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი.

"2020 წლის ოქტომბერში Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქმედების გამო 54 ანგარიში, 14 გვერდი, 2 ჯგუფი და 21 ინსტაგრამის ანგარიში დაბლოკა. ეს პროფილები ორ პოლიტიკურ პარტიას, "საქართველოს პატრიოტთა ალინასსა" და "ქართულ არჩევანს" უკავშირდებოდა. Facebook- მა დაადასტურა, რომ აღნიშნული გვერდების დაბლოკვა ISFED-ის ანგარიშებზე დაყრდნობით მოხდა.

გარდა ამისა, Facebook-მა დაბლოკა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი და 8 ღონისძიება, რომელიც "ალტ-ინფოსთან" იყო დაკავშირებული. აღნიშნული წყარო ადგილობრივი მონიტორების მიერ არაერთხელ არის მხილებული მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებაში. Facebook-მა "ალტ-ინფო" საკუთარი პლატფორმიდან სრულიად დაბლოკა," - ნათქვამია ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system