თავში

რა გვერდითი ეფექტები აქვს კორონავირუსს - ფხაკაძის განმარტება

რა გვერდითი ეფექტები აქვს კორონავირუსს - ფხაკაძის განმარტება
რა გვერდითი ეფექტები აქვს კორონავირუსს - ფხაკაძის განმარტება

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსმა, შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმში გვერდითი ეფექტები დატოვოს. 

პროფესორი გამოჯანმრთელებულ პაციენტებს რეკომენდაციებით მიმართავს. 

,,ვინც გადაიტანეთ კოვიდი, ნუ იქნებით ძალიან გახარებული, რომ კოვიდი დაამარცხეთ და ყველაფერი კარგად არის. ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით კოვიდიდან პირველი თვე, ნუ დაისტრესავთ ორგანიზმს, ნუ გადაიტვირთებით, სწორად იკვებეთ და სუფთა ჰაერზე იარეთ მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში. ახლა ნუ გადატვირთავთ სამედიცინო დაწესებულებებს, თუმცა, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჩაწყნდარდება, გირჩევთ, მთლიანი ორგანიზმის გამოკვლევა ჩაიტაროთ.

სამწუხაროდ, კვლევები წამოვიდა, რომ ძირითადად გვაქვს გვერდითი მოვლენები. ჩვენ დავინახეთ, რომ მენტალურ დაავადებასთან არის დაკავშირებული, შეიძლება იყოს გაფანტულობა, პრობლემები მეხსიერებასთან, შეიძლება იყოს უფრო მარტივი ფორმები, ან უფრო მძიმე. ასევე, გულსისძარღვთა სისტემების პრობლემები", - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ "დღის კურიერში". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system