თავში

"რა იყო, ქალო, ფულიანი ქმარი გყავს, ხმას რომ იღებ?" - სტურუას მიზოგინიაში ადანაშაულებენ

"რა?" - სტურუას მიზოგინიაში ადანაშაულებენ
რა იყო, ქალო, ფულიანი ქმარი გყავს, ხმას რომ იღებ? - სტურუას მიზოგინიაში ადანაშაულებენ

რუსთაველის თეატრის მსახიობი თამთა ინაშვილი რეჟისორსა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას მიზოგინურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. 

მისი თქმით, სტურუა ქალებზე შეურაცხმყოფელი ტონით ხშირად საუბრობს. 

"რობერტ სტურუა რატომღაც მიიჩნევს, რომ ქალი არის საძულველი და მითუმეტეს, ქართველი ქალი, სულ ხუმრობით, წაკბენით, ყოველთვის ისმის  ასეთი რამ. 

"რა იყო, ქალო, ფულიანი ქმარი გყავს, ხმას რომ იღებ? ახლა იყავი გმირი ქალი და წადი თეატრიდან" - ეს დამოკიდებულებაა" - ამბობს თამთა ინაშვილი.

ცოტა ხნის წინ ბრალდებებს გამოეხმაურა თავად რობერტ სტურუა და თქვა, რომ თეატრიდან წასვლას არ აპირებს.

მსახიობმა თამთა ინაშვილმა 2 დღის წინ საკუთარი სოლიდარობა ნინუცა მაყაშვილისადმი საჯაროდ, ფეისბუქპოსტით დააფიქსირა. ინაშვილმა თქვა, რომ ის აღარ აპირებს ზანგურთან ერთად ერთ სცენაზე დგომას.

ცნობისთვის, გადაცემა ,,ფარულ კონვერტში" მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა.

ბესო ზანგური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

საჯარო განცხადების შემდეგ მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ბესო ზანგური "რუსთაველის თეატრის" მსახიობია. თეატრმა მაყაშვილის ინტერვიუს შემდეგ მოკლე განცხადება გაავრცელა და ძალადობა დაგმო, თუმცა მსახიობი თეატრში დატოვა. მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა. მან ბესო ზანგურის მხარდამჭერი რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.

მოგვიანებით ზანგური ძალადობაში კიდევ ერთმა კოლეგამ დაადანაშაულა. რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიდი ხნის თეატრალურ უნივერსიტეტში ნახა, თუ როგორ უმოწყალოდ სცემდა ბესო ზანგური შეყვარებულს.

ამის შემდეგ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა რუსთაველის თეატრმაც, სადაც აღნიშნულია, რომ იმ სპექტაკლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რომელშიც ბესო ზანგური თამაშობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system