თავში

რა იწვევს პოსტკოვიდურ პერიოდში უეცარ სიკვდილს

რა იწვევს პოსტკოვიდურ პერიოდში უეცარ სიკვდილს
რა იწვევს პოსტკოვიდურ პერიოდში უეცარ სიკვდილს

ინფექციონისტი ელზა ვაშაკიძე იმ სიმპტომებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა, ადამიანს პოსტკოვიდურ პერიოდში გამოუვლინდეს.

მისი თქმით, ეს სიმპტომები ეტაპობრივად მინელდება.

ექიმი იმ ადამიანებს, რომლებსაც სერიოზული თანამხლები დაავადება აქვთ, ექიმთან დროულ ვიზიტსა და მკურნალობას ურჩევს. 

გარდა ამისა, ინფექციონისტის თქმით, პოსტკოვიდურ პერიოდში უეცარი სიკვდილის მიზეზი ვენური თრომბოზებია.

,,პოსტკოვიდურ სინდრომს თავისი ნიშნები ჩამოყალიბებული აქვს, ეს არის სისუსტე, უღონობა, თმების ცვენა, ღამის უძილობა, სხვადასხვა ორგანოს და სისტემის მხრივ დაზიანებები, მაგალითად, სუნთქვის გაძნელება, კუჭნაწლავის მხრივ ცვლილებები, თუმცა ეს ცვლილებები დაახლოებით 3-4 თვის შემდეგ თანდათანობით ნელდება და მინიმუმამდე დადის. მაგრამ ამ შემთხვევაში უბნის ექიმს არ უნდა გამოეპაროს, სხვა დაავადება ხომ არ განუვითარდა ამ პაციენტს.

უეცარ სიკვდილთან დაკავშირებით, თუ ადამიანი რისკის ჯგუფი არ არის რომ მას ვენური თრომბოზებისკენ მიდრეკილება აქვს, პროგნოზირება ამის არანაირად არ შეიძლება. 

სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში უეცარი სიკვდილის მიზეზი არსებობს ვენური თრომბოზები და ვერავინ ამის პროგნოზირებას ვერ ახდენს. ამ თემას ნუ გავშლით, იმიტომ რომ ეს კაცობრიობის ტრაგედიაა," - განაცხადა ელზა ვაშაკიძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system