თავში

რა იცვლება და როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

რა იცვლება და როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები
რა იცვლება და როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებით ერთადერთი ცვლილება შესაძლოა გამოცდების აგვისტოში გადატანა იყოს. 

როგორც ჩხენკელმა პარლამენტში განაცხადა, ფორმატის ცვლილებაზე მსჯელობა მიმდინარეობს, კონკრეტული თარიღების შესახებ დეტალები კი ივნისში, სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღის და ფორმატის ცვლილება ამ ეტაპზე არ განიხილება. როგორც წინა წლებში ხდებოდა, ივნისში, ძალიან მალე გაკეთდება ოფიციალური განცხადება კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით. ერთადერთი შესაძლო ცვლილება, რაც შეიძლება მოხდეს, არის გამოცდების აგვისტოსკენ გადატანა. ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კონკრეტული ეპიდსიტუაცია. დეტალებთან დაკავშირებით იქნება სპეციალური ბრიფინგი, რომელიც შედგება ივნისში. კონკრეტული თარიღები ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, გაცხადდება ამ ბრიფინგზე“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system