თავში

რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში - PHOTO

რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში
რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში - PHOTO

"სრული განუკითხაობაა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა პირბადისა, არცერთი საერთაშორისო სტანდარტი არ არის დანერგილი, არცერთი! კატასტროფა!" - ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ასახულია, რომ ავტობუსში მგზავრებს პირბადეები უკეთიათ, თუმცა ხალხმრავლობაა, რაც მესხიშვილის თქმით, დარღვევაა, რადგან პირბადე სოციალური დისტანციის გარეშე ვერ იქნება გარანტი, ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის.

"სად ხართ ტრანსპორტის სამსახურები? სად ხართ ჯანდაცვის სანინისტრო? სად არის გათვალისწინებული საერთაშორისო რეკომენდაციები? ვინ ახორციელებს მონიტორინგს მგზავრობაზე? თბილისის მერია საერთოდ რას აკეთებ? მეორე ტალღაო?! მეორე ტალღა კი არა, თუ რეკომენდაციებს არ გაითვილისწინებთ ცუნამს მივიღებთ!" - წერს სატრანსპორტო საკითხების ექსპერტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system