თავში

რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს

რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს
რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს

უკვე მეორე წელია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველო ეროვნულ დღესასწაულს მოკრძალებულად ხვდება. 

26 მაისს თავისუფლების მოედანზე საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტები, სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდებიან.

ახალწვეულებთან ერთად განლაგდებიან თავდაცვის ძალების სხვადასხვა დანაყოფების სამხედროები, ასევე NATO-ს და აშშ-ის არმიის ინსტრუქტორები.

ქვეყნის ყველა ქალაქსა და რეგიონში საცხოვრებელი სახლებისა თუ დაწესებულებების ფანჯრებიდან დროშები გადმოიფინება.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისში გალა კონცერტი გაიმართება.

საქართველოს 26 მაისს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვევა.

ანდჟეი დუდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა და დაესწრება გალა-კონცერტსაც.

წინა წლებისგან განსხვავებით თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე არ გაიმართება სახალხო სეირნობა და სხვადასხვა სახის გამოფენები. 

მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ნახვის შესაძლებლობა პირდაპირი ეთერის საშუალებით ექნებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system