თავში

რა მდგომარეობაა საჩხერის საკარანტინო ზონაში?!

რა მდგომარეობაა საჩხერის საკარანტინო ზონაში?!
რა მდგომარეობაა საჩხერის საკარანტინო ზონაში?!

საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში განთავსებულ მოქალაქეებს სრულყოფილი სერვისები აქვთ, მიეწოდებათ სამჯერადი კვება და უზრუნველყოფილნი არიან საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნებით. ამის შესახებ დირექტორმა მიშა ქამუშაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული პირები თავს კარგად და კომფორტულად გრძნობენ. 

"არცერთ მათგანს არ აღენიშნება რაიმე სიმპტომი", - აღნიშნავს მიშა ქამუშაძე. 

დღევანდელი მონაცემებით სასტუმროში 31 პირი იმყოფება. საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში სულ 34 პირი გადაიყვანეს, აქედან 3-მა ტერიტორია რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნებართვით, დატოვა და კარანტინის დარჩენილ პერიოდს თვითიზოლაციაში გაატარებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system