თავში

რა მეთოდით ავარჯიშებენ ბავშვებს თბილისში - შემაშფოთებელი ფოტო სოციალური ქსელიდან

რა მეთოდით ავარჯიშებენ ბავშვებს თბილისში - შემაშფოთებელი ფოტო
რა მეთოდით ავარჯიშებენ ბავშვებს თბილისში - შემაშფოთებელი ფოტო სოციალური ქსელიდან

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო გუგეშაშვილი პოსტს აქვეყნებს. 

"არსებობს ასეთი ჯგუფი, "მაუგლის პაციენტები-ბედნიერი მშობლები". ეს ფოტოც ამ ჯგუფიდან გავრცელდა, ავტორი , სავარაუდოდ ბავშვის დედა ასე ასათაურებს: "1 კვირის პაწუა და ქეთი ექიმი" და ძალიან ამაყობს ამით. მსგავსი მოძრაობები და ვარჯიშები, კატეგორიულად არ შეიძლება ბავშვისთვის, მედიცინაში ამას შენჯღრევის სინდრომს უწოდებენ და ამის გამო დასარწევ საწოლებსაც კი აღარ უწევენ რეკომენდაციას, მაგრამ ეს ჩვენი ძვირფასი ქეთი ექიმი უფრო სანდო და მცოდნეა ალბათ და ავარჯიშებს ბავშვებს. 

ყველა ბედნიერებასთან ერთად ეს ქალბატონი ანტივაქსერიც გახლავთ და კიდევ უფრო საინტერესოა რომ სახლებშიც დადის პაციენტებთან ყოველგვარი პირბადის გარეშე . "კორონა არა ტოროლა" მიმდევრებიც არ აკლია, სექტაა მოკლედ .

ხოდა რა მინდოდა მეთქვა, სანამ ბავშვის გაჩენას გადაწყვეტს ადამიანი , IQ ტესტის ჩაბარება და ფსიქო უნდა მოითხოვებოდეს როგორც მინიმუმ.

რა დააშავებს ამ ბავშვებმა, მშობლებში რომ არ გაუმართლათ?" - წერს ნინო გუგეშაშვილი Facebook-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system