თავში

რა მოხდა ჭყონდიდში - ანდრია ჯაღმაიძე პირველ კომენტარს აკეთებს

რა მოხდა ჭყონდიდში - ანდრია ჯაღმაიძე პირველ კომენტარს აკეთებს
რა მოხდა ჭყონდიდში - ანდრია ჯაღმაიძე პირველ კომენტარს აკეთებს

მარტვილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საპატრიარქოს  საზოგადოებასთან ურთიერთობის  ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე report.ge-სთან პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც ჯაღმაიძემ განაცხადა, ჯერჯერობით ინფორმირებული არ არის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თუ რამ გამაოიწვია დაპირისპირება მამაოებს შორის და რამდენი ადამიანია დაშავებული.

როგრც ჯაღმაიძემ აღნიშნა ამბის გარკვევას ადგილიდან ცდილობს. 

"ჯერ არაფერი გვაქვს დაზუსტებული, რაც გავრცელდა ინფორმაცია აქედან ვცდილობთ რაღაც დასკვნის გაკეთებას. გავერკვევით, დრო უნდა, ეს ხომ ბოლო მოვლენებია, ამ წუთას ხდება, რთულია აქედან გამოკითხვა თუ რა ხდება. რაც ვრცელდება ინფორმაცია ყველაფერ ამას ვადევნებთ თვალს",- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ report.ge-სთან საუბარში.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მეორე სართულის მოაჯირი მას შემდეგ მოწყდა, რაც ეპარქიის შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system