თავში

რა მოხდება, თუ ვაქცინის მეორე დოზას რეკომენდებულ შუალედში ვერ მიიღებთ - გამყრელიძის განმარტება

რა მოხდება, თუ ვაქცინის მეორე დოზას რეკომენდებულ შუალედში ვერ მიიღებთ
რა მოხდება, თუ ვაქცინის მეორე დოზას რეკომენდებულ შუალედში ვერ მიიღებთ - გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სინოფარმის“ შემთხვევაში მეორე დოზის გაკეთება რეკომენდირებულია პირველი აცრიდან 21-28 დღის ფარგლებში.

თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, თუ მოქალაქე გარკვეული მიზეზების გამო აღნიშნულ პერიოდში აცრას ვერ შეძლებს, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მან მეორე დოზა შემდეგ მიიღოს.

" Sinopharm-ით აცრა ხდება 18 წლის ზემოთ. ორ აცრას შორის შუალედი არის 21-დან 28 დღე, თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არის თვითონ ინსტრუქციით რეკომენდებული პერიოდი, რომელიც ოპტიმალურია იმუნური პასუხი გამომუშავებისთვის.ამიტომ სასურველია, რომ ეს დავიცვათ, თუმცა თუ რაღაცა პირობების გამო, ადამიანი ვერ შეძლებს მეორე დოზაზე მისვლას 21-28 დღის ფარგლებში, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მეორე დოზა მან შემდეგ მიიღოს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system