თავში

რა მოტივით აიყვანა კასპში თავდამსხმელმა მძევლები - შსს ინფორმაციას ავრცელებს

რა მოტივით აიყვანა კასპში თავდამსხმელმავრცელებს
რა მოტივით აიყვანა კასპში თავდამსხმელმა მძევლები - შსს ინფორმაციას ავრცელებს

კასპში თავდამსხმელის მიერ მძევლების აყვანის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ღონისძიება წარმატებით დასრულდა. 

"ბრალდებულთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად გათავისუფლებული არიან მძევლები და ბრალდებული შემთხვევის ადგილზე არის დაკავებული", - განაცხადა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ. 

მისი თქმით, ბრალდებულმა, რომელიც იმყოფებოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში და იყო საკმაოდ აღელვებული. მძევლად აიყვანა ორი მოქალაქე. 

"მისი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით. ასევე, რამდენიმე დღის უკან მან მოგვმართა განცხადებით, ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

მისივე ცნობით, თავდამსხმელი ყოფილი პოლიციელია, რომელმაც 2018 წელს დატოვა პოლიციის რიგები და წავიდა სამსახურიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system